თი ბი სი კაპიტალმა უძრავი ქონების ბაზრის ყოველკვირეული მიმოხილვა გამოაქვეყნა. დოკუმენტიდან ირკვევა, რომ მიმდინარე წლის სექტემბრის პირველ კვირაში იპოთეკური სესხების მოცულობა შემცირებულია, უფრო კონკრეტულად პანდემიამდელ 2019 წელთან შედარებით შემცირებს მაჩვენებელი 3.5%-ია.აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ 2021 წლის აგვისტოში იპოთეკური სესხების ზრდის მაჩვენებელი შთამბეჭდავი იყო. კერძოდ 2019 წლის აგვისტოსთან შედარებით სესხები მოცულობა 85%-ით გაიზარდა, რაც იმას ნიშნავს, რომ სამშენებლო სექტორი აღდგენის დინამიკას განაგრძოს. ამასთან, აგვისტოში თბილისში ბინების ტრანზაქციების რაოდენობაც გაზრდილია 9%-ით.