06:13
23 იანვარი, 2020, ხუთშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
სექტემბერში გაძვირების ახალი ტალღა დაიწყო
10-09-2019

ლარის გაუფასურების ფონზე სამომხმარებლო ფასები ისევ იზრდება. მიმდინარე თვეში, სავაჭრო ობიექტებსა და აფთიაქებში, გარკვეული სახის პროდუქტებისა და მედიკამენტების გაძვირების ახალი ტალღა შეინიშნება. არადა ლარი- დოლარის გაცვლითმა კურსმა გაძვირების პირველი ეფექტი დაახლოებით ორი თვის წინ  მოიტანა და მიმდინარე წლის აგვისტოში საქსტატმა წლიური ინფლაციის მაჩვენებელი 4,9% -ის დონეზე დააფიქსირა. დისტრიბუტორთა სოციაციაში ამბობენ, რომ ლარის გაუფასურების კვალდაკვალ სექტემბერში ფასების ზრდა მოსალოდნელი იყო და იმ შემთხვევაში თუ ლარი 3 -იან ნიშნულს გადასცდა, ფასები ნოემბერშიც გაიზრდება.

ოფიციალური სტატისტიკაც ცხადყოფს, რომ წლიური ინფლაციის ჭრილში დაახლოებით 6%-ით არის გაზრდილი ფასები სამედიცინო პროდუქტებსა და მოწყობილობებზე. სტატისტიკაში ჯერ არ ასახულა, მაგრამ მომხმარებელი ბოლო დროს შენიშნავდა,  რომ წამლებსა და ჰიგიენის საგნებზე ფასები თითქმის ყველა სააფთიაქო ქსელში გაიზარდა.

ექსპერტების შეფასებით, თუ ლარის კურსი გაუფასურებას განაგრძობს წლის ბოლოს ოფიციალური ინფლაცია 7-8%-ს მიაღწევს, თუმცა ანალოტიკოსები შიშობენ, რომ არაოფიციალურად ფასების საერთო დონის ზრდა ორნიშნა ნიშნულს მიაღწევს.

AutoPlay
თიბისიმ უზბეკეთში წინასწარი საბანკო ლიცენზია მიიღო
გამოქვეყნდა 14 საათის წინ
ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 30 მლნ ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა
გამოქვეყნდა 14 საათის წინ
2019 წელს საქართველოდან ყველაზე მეტი საქონელი ექსპორტზე აზერბაიჯანში, რუსეთსა და სომხეთში გავიდა - „საქსტატი“
გამოქვეყნდა 19 საათის წინ
ექსპორტის რეკორდული მაჩვენებლები - 2014 წლის შემდეგ ქართული თხილი ყველაზე დიდი რაოდენობით გავიდა
გამოქვეყნდა 19 საათის წინ
2019 წლის დეკემბერში ნოემბერთან შედარებით ბანკების წმინდა მოგება 48 მილიონ ლარზე მეტით გაიზრდა
გამოქვეყნდა 19 საათის წინ
გაერო: მსოფლიოში 500 მლნ ადამიანი შესრულებული სამუშაოს შესაბამის ანაზღაურებას ვერ იღებს
გამოქვეყნდა 19 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები