სექტემბერში გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის სურსათის ფასების ინდექსი შემცირდა. კერძოდ, აგვისტოდან ინდექსი 1.4%-ით შემცირდა და 7.4% შეადგინა, რაც წინა წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელზე უფრო დაბალია. გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის ცნობით, მსოფლიოს მასშტაბით სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებზე ფასების შემცირება ძირითადი პროდუქტების მარაგის ზრდამ გამოიწვია.
ცნობისთვის, FAO-ს სურსათის ფასების ინდექსი სამომხმარებლო კალათის ძირითად პროდუქტებზე - მარცვლეულზე, შაქარზე, მცენარეულ ზეთზე, ხორცსა და რძის პროდუქტებზე, საერთაშორისო ფასების ყოველთვიურ ცვლილებებს ასახავს.