სექსუალური შევიწროვების საკითხს ეხმაურებიან მმართველ გუნდშიც. ქალების სექსულალურ შევიწროების მიმართულებით, კანონში მეტი სიცხადის შეტანის აუცილებლობაზე საუბრობს პარლამენტის ვიცე-სპიკერი. თამარ ჩუგოშვილის თქმით, უახლოეს დღეებში არასამთავრობო და ქალთა თემებზე მომუშავე ორგანიზაციებთან კონსულტაციის მიზნით, შეხვედრა გაიმართება, რათა ნორმის შინაარსი სწორად ჩამოყალიბდეს. როგორც ჩუგოშვილმა განმარტა, კანონს ნამდვილად სჭირდება დაზუსტება და შესაბამისად, არც თუ შორეულ მომავალში შესაბამისი ცვლილებების ინიციატივაც მოხდება.