სატელეფონო, "ფეისბუქ მესენჯერის", "ვაიბერის" თუ ტელეფონში არსებული სხვა საკომუნიკაციო აპლიკაციით განხორციელებული მიმოწერების აღდგენის მიზნით, სექსუალურ შევიწროებაში დადანაშაულებული ზვიად დევდარიანის მობილური ადვოკატებმა ექსპერტიზის ბიუროში წარადგინეს."სიდას" ყოფილი აღმასრულებელი დირექტორის ადვოკატის განმარტებით, იმისთვის, რომ არ მოხდეს მიმოწერის ფალსიფიცირება, კონკრეტულ პერიოდში კონკრეტული პირების მიმართ განხორციელებული კომუნიკაცია უნდა აღდგეს.
"ამას იმიტომ ვაკეთებთ, რომ გვინდა დადგინდეს სიმართლე და არ მოხდეს ამ მიმოწერის ფალსიფიცირება" - ამბობს დიმიტრი გაბუნია.
ცნობისთვის, დევდარიანის მხრიდან სექსუალურ შევიწროებასთან დაკავშირებით საჯაროდ გამოთქმულ ბრალდებებზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.