სექსუალური შევიწროების დასჯად ქმედებად ქცევის საკანონმდებლო ინიციატივას საპარლამენტო კომიტეტი განიხილავს - Palitra News

სექსუალური შევიწროების დასჯად ქმედებად ქცევის საკანონმდებლო ინიციატივას საპარლამენტო კომიტეტი განიხილავს

2019-02-24 18:44:48+04:00

პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს ფარგლებში მომზადდა საკანონმდებლო პაკეტი, რომლის საფუძველზეც სექსუალური შევიწროება დასჯადი ხდება. ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი, განიხილავს პროექტს, რომლის გათვალისწინებით, სექსუალური შევიწროება გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით, ხოლო აღნიშნული ქმედების ერთი წლის განმავლობაში ჩადენა - გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით ან გამასწორებელ სამუშაოებს ერთ თვემდე ვადით. ცვლილებათა პაკეტის მიხედვით, სექსუალური შევიწროება დარეგულირდება შრომით ურთიერთობებშიც.