პარლამენტმა საკანონმდებლო პაკეტს, რომლის საფუძველზეც სექსუალური შევიწროება დასჯადი ხდება, ერთხმად დაუჭირა მხარი. კანონპროექტი მესამე მოსმენით - 102 ხმით დაამტკიცეს. პროექტის გათვალისწინებით, სექსუალური შევიწროება გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით, ხოლო აღნიშნული ქმედების ერთი წლის განმავლობაში ჩადენა - გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით ან გამასწორებელ სამუშაოებს ერთ თვემდე ვადით.
ამასთან, სექსუალური შევიწროება ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის, ორსულის, უმწეო მდგომარეობაში მყოფის, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის მიმართ ან არასრულწლოვნის თანდასწრებით გამოიწვევს დაჯარიმებას 500-დან 800 ლარამდე ოდენობით.