სექსუალური ორიენტაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ერთი პირი დააკავეს. შემთხვევა თბილისში მდებარე ბარ „საქსესსში“ მოხდა . შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებული აკლოჰოლური ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა და ბარის 2 თანამშრომელს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. გამოძიება ორი ან მეტი პირის მიმართ, სექსუალური ორიენტაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ჩადენილი ძალადობის ფაქტზე, სსკ-ს 126-ე მუხლის 1-ლი პრიმა ნაწილით მიმდინარეობს.