შინაგან საქმეთა სამინისტრომ არასრულწოვანზე სექსუალური ძალადობის საქმე გახსნა. შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე ერთი პირია დაკავებული. უწყებაში არ აკონკრეტებენ, თუმცა გავრცელებული ცნობით, დანაშაულში ეჭვმიტანილი დაზარალებული არასრულწლოვნის ბიძაა.მომხდარზე გამოძიება „სისხლის სამართლის კოდექსის“ 140-ე მუხლით მიმდინარებს, რაც გულისხმობს სქესობრივ კავშირს ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარ მოქმედებას თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან.დანაშაული ისჯება თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე.შემთხვევა საქართველოს ერთ-ერთ რაიონში მოხდა. დაზარალებული 10 წლამდე ბავშვია.