ეროვნულმა ბანკმა კომერციული ბანკებისათვის საზედამხედველო კაპიტალის მინიმალური ოდენობის მოთხოვნა ამჟამად დაწესებული 12 მილიონი ლარიდან 50 მილიონ ლარამდე გაზარდა. ეროვნული ბანკის ცნობით, აღნიშნული ცვლილების მიზანი დაბალი კაპიტალიზაციის მქონე ბანკებში რისკის გაზრდის მოტივაციის შეზღუდვა და სისტემაში ფინანსურად მდგრადი ინსტიტუტების შემოსვლაა, რამაც საბანკო სისტემის ფინანსური სტაბილურობის განამტკიცებას უნდა შეუწყოს ხელი.
ეროვნული ბანკის მხრიდან ბანკებისთვის მინიმალური კაპიტალის მოთხოვნის გაზრდას თიბისი ბანკის გენერალური დირექტორიც გამოიეხმაურა.