სებასტიან კურცი ვლადიმერ პუტინსა და ჯო ბაიდენს შეხვედრის ვენაში გამართვას სთავაზობს - Palitra News

სებასტიან კურცი ვლადიმერ პუტინსა და ჯო ბაიდენს შეხვედრის ვენაში გამართვას სთავაზობს

2021-04-17 18:29:41+04:00

ავსტრიის კანცლერი სებასტიან კურცი აცხადებს, რომ ავსტრიისთვის დიდი პატივი იქნება, თუ რუსეთის და აშშ-ის პრეზიდენტები ვლადიმერ პუტინი და ჯო ბაიდენი ვენაში შეხვდებიან. კურცმა განაცხადა, რომ ავსტრია ამ საკითხთან დაკავშირებით ორივე მხარესთან კონტაქტზე იმყოფება. „თუკი ასეთი შეხვედრა ნამდვილად გაიმართება, რომელსაც სწორ ნაბიჯად მივიჩნევთ და რომლის ინიცირებაც ბაიდენისგან მოხდა, მოხარული ვიქნებით, თუკი ის ავსტრიაში შედგება,“- აღნიშნა კურცმა. ამასთან, კანცლერმა ხაზი გაუსვა, რომ პუტინსა და ბაიდენს შორის შეხვედრის ავსტრიაში გამართვა არ ნიშნავს, რომ ავსტრია ორ ქვეყანას შორის შუამავლის როლს შეასრულებს. ცნობილია, რომ ბაიდენი-პუტინის შესაძლო შეხვედრის მასპინძლობისთვის მზადყოფნა ფინეთმა და ჩეხეთმაც გამოთქვეს.