2018 წლის იანვარ-აგვისტოში მომხმარებელთა მხრიდან კომერციული ბანკებისა და მიკროსაფინანსოების მიმართ 4 ათას 631 საჩივარი დაფიქსირდა, საიდანაც 79,7% კომერციულ ბანკებზე მოდის და მხოლოდ 20%-ია მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მუშაობით უკმაყოფილო.
ეროვნული ბანკის სტატისტიკის მიხედვით, მიმდინარე წლის 8 თვეში ბანკების მიმართ 3 ათას 691 საჩივარი შევიდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 52%-ით მეტია. პრეტენზიების შინაარსის მიხედვით, ჯამში შემოსული პრეტენზიების დაახლოებით ნახევარი ტრანზაქციებს, ჯარიმებსა და საკომისიოებს უკავშირდება. 2018 წლიდან სებ-ში მიკროსაფინანსოებთან დაკავშირებული პრეტენზიებიც აღირიცხება. კერძოდ, მიმდინარე წლის 8 თვეში მისო-ებთან დაკავშირებით 940 პრეტენზია დაფიქსირდა.