23 იანვარს გამართულ ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 15 მილიონი ამერიკული დოლარი შეისყიდა. სებ-ის ცნობით, საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2 ლარი და 66 თეთრი შეადგინა. ეს ეროვნული ბანკის მიერ წელს განხორციელებული მე-6 სავალუტო აუქციონია და ჯამში, მიმდინარე თვეში სებ-მა ბაზრიდან უკვე 85 მილიონი დოლარი ამოიღო.
შეგახსენებთ, რომ ეროვნულ ბანკს რეზერვების დაგროვებისკენ საერთაშორისო სავალუტო ფონდიც მოუწოდებს და მათი შეფასებით, საერთაშორისო რეზერვების დაგროვებაზე მიმართული ძალისხმევა უნდა გაგრძელდეს. ცნობისთვის, გასულ წელს სებ-მა ჯამში, 197 მილიონ 500 ათასი ამერიკული დოლარი შეისყიდა.