ბოლო ორი კვირის განმავლობაში, რაც ეროვნული ბანკის ახალი რეგულაციები ამოქმედდა და ბანკებს შემოსავლის დადასტურების გარეშე სესხების გაცემა შეეზღუდათ, ტექნიკის მაღაზიებში განვადებით გაყიდვები შემცირდა. როგორ ტექნო ბუმის დამფუძნებელი ანზორ ქოქოლაძე აცხადებს, კომპანიაში რეალიზაციის დაახლოებით 12 %-იან კლებას ელოდებიან. ბიზნესმენის განმარტებით, პროდუქციის 60 პროცენტი სწორედ საბანკო განვადებით იყიდებოდაგაყიდვები დაახლოებუით 30%-ით შემცირდა აიფონ პლუსშიც. როგორც კომპანიაში აცხადებენ, რეგულაციების ამოქმედების შემდეგ განვადების შევსების დროს ბანკის მხრიდან უარყოფითი პასუხები გახშირებულია. გოგა თირქიას თქმით ბიზნესი ამ ტიპის შეზღუდვებისთვის მზად არ იყო . არასამთავრობო ორგანიზაცია საზოგადოება და ბანკების ხელმძღვანელი ამბობს, რომ ბიზნესსექტორში რეალიზაციის შემცირება მოსალოდნელი იყო. შედეგი კი სამუშაო ადგილების შემცირება და პროდუქციის ფასების კორექტირება იქნება. ახალი რეგულაციები, რომლის მიხედვითაც ბანკები სესხებს შემოსავლების დადასტურების გარეშე ვეღარ გასცემენ, 7 მაისიდან ამოქმედდა. აღსანიშნავია, რომ რეგულაციის მიხედვით, ამ ტიპის სესხების საერთო თანხა ბანკის საზედამხედველო კაპიტალის 25 პროცენტს არ უნდა აღემატებოდეს.