ადგილობრივ ბაზარზე საჯარო შეთავაზებით გამოშვებული კორპორატიული სავალო ფასიანი ქაღალდები, 2018 წელს წინა წელთან შედარებით 104% -ით გაიზარდა. ამის შესახებ, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე „ფეისბუქის“ პირად გვერდზე წერს.მისივე ინფორმაციით, გაიზარდა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიერ ლარით დენომინირებული სავალო ფასიანი ქაღალდების გამოშვებაც, რომელმაც 2018 წლის განმავლობაში 458 მილიონი ლარი შეადგინა.
როგორც გვენეტაძე აღნიშნავს, ბოლო წლებში ეროვნულმა ბანკმა კაპიტალის ბაზრის განვითარებისთვის არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა, რამაც უკვე თვალსაჩინო შედეგები მოგვცა.