ეროვნული ბანკის განახლებული პროგნოზით, ინფლაცია შემცირებას განაგრძობს და მიზნობრივ მაჩვენებელს წლის ბოლოს დაუახლოვდება. ამასთან, როგორც სებ-ის აგვისტოს მონეტარული პოლიტიკის ანგარიშშია აღნიშნული, ინფლაციის მაჩვენებელი მომავალ წელს მიზნობრივ დონეს ჩამოსცდება და საშუალოვადიან პერიოდში მას ქვემოდან მიუახლოვდება.
რაც შეეხება ეკონომიკური ზრდის პროგნოზს, ის მცირედით გაუარესდა და 2020 წლის რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის პროგნოზი მინუს 4%-დან მინუს 5%-მდე შემცირდა.
ცნობისთვის, ეროვნული ბანკის მიზნობრივი ინფლაციის მაჩვენებელი 3%-ს შეადგენს.