საქართველოში ყველა სახის მუნიციპალურმა ტრანსპორტმა მუშაობა განაახლა, მათ შორის მუშაობს თბილისის მეტროც.
საზოგადოებრივი ტრანსპორტი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის ფარგლებში დადგენილი წესებით მუშაობს. ტრანსპორტში სავალდებულოა, მგზავრობის დროს პირბადის ტარება. აკრძალულია კონდიციონერის ჩართვა, რადგან სპეციალისტების აზრით, ვირუსის გავრცელებისთვის საფრთხეს წარმოადგენს. უშუალოდ ე.წ. ყვითელ მიკროავტობუსებში არ მოხდება მგზავრთა ფეხზე დგომა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მასშტაბით საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა, კორონავირუსის პანდემიის გამო, 31 მარტს აირძალა.