პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ კომიტეტის თავმჯდომარეებს ახალი საკანონდებლო ცვლილებების პაკეტის დაჩქარებული წესით შემუშავება დაავალა, რომელიც მოქალაქეების მიერ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში პირბადის ტარებისა და სხვა უსაფრთხოების წესების დარღვევის შემთხვევაში ჯარიმებს ითვალისწინებს.
თალაკვაძის განცხადებით, ჯარიმების ოდენობები უნდა იყოს გონივრული, მოქალაქეებს დამატებით სოციალურ პრობლემებს არ უნდა უქმნიდეს და ასევე უნდა ჰქონდეს ვირუსის გავრცელების პრევენციული ეფექტი.