საზოგადოებრივი მაუწყებლის აღმასრულებელი საბჭოს საქართველოს პრეზიდენტის შეთავაზებას პასუხობს და გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრისთვის მზადყოფნას გამოთქვამს. თუმცა ასევე მიუთითებს, რომ შერეულ ფორმატში მონაწილეობას არ მიიღებს. აღმასრულებელი საბჭოს განცხადებაში აღნიშნულია, რომ თუ შეხვედრის შემდეგ პრეზიდენტს კიდევ ექნება დამატებითი კითხვები, შესაძლოა, მსჯელობა სხვა ფორმატშიც გაგრძელდეს.პარლამენტში საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ კანონპროექტის მიღება მწვავე პროტესტის მიზეზი გახდა. ახალი კანონპროექტი ბიუჯეტიდან 52 მილიონით დაფინანსებულ საზოგადოებრივ მაუწყებელს დამატებით კომერციული რეკლამის განთავსებისა და სპონსორობის უფლებას ანიჭებს.