"საზოგადოებრივ მაუწყებელში" განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, მაუწყებლის აღმასრულებელი საბჭო განცხადებას ავრცელებს. მასში აღნიშნულია, რომ მაუწყებლის შენობაში შეჭრა ჟურნალისტურ საქმიანობის ხელისშემშლელი ფაქტია. საბჭოს წევრები მოუწოდებენ პოლიტიკოსებს, მედიის ექსპერტებს, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, ჟურნალისტებსა და მოქალაქეებს, არ წაახალისონ ძალადობა და აგრესიულ ქმედებებს გაემიჯნონ.