"საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ“ კანონში ცვლილებების განხილვა საკანონმდებლო ორგანოში ხმაურისა და სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს. ოპოზიციონერი დეპუტატები კანონპროექტის მომხსენებლისგან, დიმიტრი ხუნდაძისგან, განმარტებებს ითხოვენ, რა საჭიროებებით არის განპირობებული, რომ მთავრობას შემზღუდავი ღონისძიებების გამოყენების ვადა გაუხანგრძლივდეს.
„ევროპული საქართველოს“ წევრის, ხათუნა გოგორიშვილის განცხადებით, ამის მიზეზად მოქალაქეების ჯანმრთელობაზე ზრუნვის მოყვანა დემაგოგიაა. ეკა ბესელიას განცხადებით კი ყველამ, ვისაც კი წარმოდგენა აქვს რა წერია კონსტიტუციაში, აღნიშნა, რომ ეს კანონი მასთან წინააღმდეგობაში მოდის. „უვადოდ ხომ არ გავაუქმოთ პარლამენტი?! საერთოდ პარლამენტს ხომ არ ჩამოვართვათ უფლება, აკონტროლოს მთავრობა ?! ამ სიტყვებით მიმართა დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ საპარლამენტო უმრავლესობის წევრს დიმიტრი ხუნდაძეს პარლამენტის რიგგარეშე სესიაზე.
ცვლილებების დამტკიცების შემთვევაშიმთავრობას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე, შემზღუდავი ღონისძიებების გატარების უფლება 2020 წლის ბოლომდე უხანგრძლივდება.