თბილისის მერია მუნიციპალურ ტრანსპორტში გადახდის ახალი სისტემის შექმნას გეგმავს. მერიის ცნობით, ახალი თანამედროვე სისტემა მგზავრის კომფორტზე იქნება გათვლილი და მომხმარებელს საშუალებას მისცემს სწრაფი გადახდის აპარატებით, ბანკისა და ინტერნეტ გვერდის საშუალებით შეიძინოს როგორც ერთჯერადი, ასევე ვადიანი სამგზავრო აბონენტები, რომლებსაც სისტემაში ჩართული ბანკები უზრუნველყოფენ.