საზოგადოებრივ მაუწყებელთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. მაუწყებელთან შეკრებილია საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც "გაერო-ს მიგრანტთა პაქტიდან" საქართველოს გამოსვლას ითხოვს. აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის ჯონდი ბაღათურიას თქმით, საზოგადოებრივ მაუწყებელთან მათი შეკრების მიზანია, რომ მოხდეს საზოგადოების ყველა ნაწილის მოთხოვნების გაშუქება, როგორც კონსერვატიულის, ისე - ლიბერალურის. აქციის მონაწილეების განცხადებით, მათი მოთხოვნაა მიგრანტთა პაქტის არსებობას საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში დრო დაეთმოს.