საზოგადოებრივ მაუწყებელთან გამართული აქციის მონაწილეები მაუწყებლის გენერალურ დირექტორს ვასილ მაღლაფერიძეს შეხვდნენ. როგორც შეხვედრის შემდეგ, აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ჯონდი ბაღათურიამ განაცხადა, არხის მაუწყებლობასთან ძირითად საკითხებზენ შეთანხმება მიღწეულია. მისივე თქმით, საზოგადოებრივი მაუწყებელი გააშუქებს „მიგრანტთა პაქტის" ირგვლივ ყველა აქტივობას.