წვრილმანი ხულიგნობა 100 ლარის ნაცვლად, 500-დან 1 000 ლარამდე დაჯარიმებას გამოიწვევს. შესაბამისი ცვლილებები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შედის. საუბარია, საზოგადოებრივ ადგილებში ლანძღვა-გინებაზე, მოქალაქეებზე შეურაცხმყოფელ გადაკიდებასა და სხვა ამგვარ მოქმედებაზე, რომელიც საზოგადოებრივ წესრიგსა და მოქალაქეთა სიმშვიდეს არღვევს.
როგორც მთავრობის მიერ პარლამენტში ინიცირებულ კანონპროექტშია აღნიშნული, იმ შემთხვევაში თუ ფულადი სანქციის დაკისრება არასაკმარისად იქნება მიჩნეული - პირს სამართალდარღვევისთვის 15 დღემდე ვადით ადმინისტრაციულ პატიმრობა ემუქრება. ამასთან, ამ მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენისთვის პირს 3 წლამდე ვადით იარაღის ტარების უფლება ჩამოერთმევა.