არასამთავრობო ორგანიზაციებმა, მმართველი გუნდის წარმომადგენლებმა, ექსპერტებმა და საზოგადოებისთვის ცნობილმა სახეებმა სასამართლოსთან დაკავშირებულ პროცესებზე იმსჯელეს. კონფერენცია სამოქალაქო სექტორის ორგანიზებით წარიმართა. მმართველი გუნდის წარმომადგენლებმა, დავით მათიკაშვილმა და ანრი ოხანაშვილმა შეხვედრა დაწყებიდან მალევე დატოვეს, რასაც სხვა მონაწილეების მხრიდან კრიტიკა მოჰყვა და ისინი პასუხების გაცემისგან თავის არიდებაში დაადანაშაულეს. შეხვედრა პროტესტის ნიშნად ერთ-ერთმა სამოქალაქო აქტივისტმა ირაკლი კუპრაძემ დატოვა. საზოგადოებისთვის ცნობილმა სახეებმა კი ხელისუფლება სასამართლოსთან დაკავშირებული პროცესების გამო გააკრიტიკეს და ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა მოითხოვეს.