საზოგადოება "ივერიისა" მოქალაქეებს "ღვთისმშობლის სავანის" მშენებლობაში მონაწილეობისკენ მოუწოდებს. საზოგადოების წევრებმა "პალიტრა ჯგუფის" წარმომადგენლებს "ივერიისას" საქმიანობის, საგანმანათლებლო წამოწყებების და სხვა გეგმების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. მახათას მთაზე მშენებარე "ღვთისმშობლის სავანის" მშენებლობაში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია მსურველმა ანკეტა შეავსოს. აღსანიშნავია, რომ ანკეტაში მოხსენიებული ყველა ადამიანი ტაძრის სრულუფლებიანი აღმშენებელი გახდება - ამ მიზნით იქმნება წიგნი, რომელიც აღმშენებლების გვარ-სახელები ჩაიწერება და ის ტაძარში განთავსდება.