მექსიკის ქალაქ მერიდაში, მუსიკალურ ფესტივალზე, საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით Playboy-ის სამი მოდელი დააკავეს. ამის შესაებ დასავლური მედია იუწყება. ინციდენტი 30 ივნისს, იმ დროს მოხდა, როდრესაც ღონისძიებაზე მისული სტუმრების შემოწმება საიმიგრაციო სამსახურის თანამშრომლებმა დაიწყეს. ელიფ ჩელიქმა, მარი ბრეტენუამ და ლორენ ელეინმა პოლიციის განყოფილებაში 24 საათი დაჰყვეს. როგორც მოდელები აცხადებენ, წინასწარი დაკავების საკანში აუტანელ პირობებში იმყოებოდნენ, ისინი სასმელ წყალსა და საკვებს რამდენიმე საათის განმავლობაში ითხოვდნენ. გოგონები ჟურნალ ფლეიბოის მექსიკური სამსახურის თანამშრომლების აქტიური ჩარევის შემდეგ გაათავისუფლეს.