კიდევ ერთი გავლებული თხრილი ე.წ. საზღვართან. ოკუპანტები ამჯერად კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის სიახლოვეს, სოფელ ყარაფილასთან გამოჩნდნენ .თხრილის გასავლებად სპეციალური ტექნიკა ყარაფილას სიახლოვეს ოსური მხარის კონტროლირებად ტერიტორიაზე მდებარე სოფელ ორჭოსანიდან შევიდა. ოკუპირებული ტერიტორიის აღნიშნულ მონაკვეთზე, ყარაფილასთან მავთულხლართები გავლებული არ არის. მოსახლეობა შიშობს, რომ შესაძლოა, ტექნიკის გამოჩენა იმის წინაპირობა იყოს, რომ ცხინვალის დე ფაქტო რეჟიმმა ყარაფილას განაპირას არსებული 7 ჰექტარი მიწის ფართობის მითვისება სცადოს. „თუ დე ფაქტო რეჟიმი ამ მიწის მითვისებას შეეცდება და საოკუპაციო ხაზს აქ დააფიქსირებს, საქართველოს ცენტრალური ავტომაგისტრალის კასპის მონაკვეთზე ოკუპანტების კონტროლირებადი ტერიტორია დაახლოებით 300 მეტრში აღმოჩნდება“, - განაცხადა კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობაში. ანალოგიური ხნული საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა შარშანაც გაავლეს.