საზღვარგარეთიდან საქართველოს მოქალაქეების დასაბრუნებლად, ივლისში ავიარეისებს Wizz air-ი და Myway Airlines-ი შეასრულებენ - Palitra News

საზღვარგარეთიდან საქართველოს მოქალაქეების დასაბრუნებლად, ივლისში ავიარეისებს Wizz air-ი და Myway Airlines-ი შეასრულებენ

2020-07-06 15:04:47+04:00

საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში ორგანიზებულად დასაბრუნებლად, რეისებს ივლისის განმავლობაში, ავიაკომპანიები - Wizz air-ი და Myway Airlines-ი შეასრულებენ.

ავიარეისების განრიგი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე შეთანხმდა. კერძოდ, რეისები შესრულდება შემდეგი განრიგით: 13 ივლისი - ვარშავა, 15 ივლისი - ბარსელონა, 17 ივლისი - რომი, 22 ივლისი - პარიზი, 28 ივლისი - ათენი. აღნიშნულ რეისებზე ბილეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის 200 ევროზე მეტი არ ეღირება.