საზარელი მკვლელობა თბილისში - 2001 წელს დაბადებულმა მამაკაცმა ბებია და დედა ნაჯახით მაშინ მოკლა, როდესაც მათ ეძინათ - Palitra News

საზარელი მკვლელობა თბილისში - 2001 წელს დაბადებულმა მამაკაცმა ბებია და დედა ნაჯახით მაშინ მოკლა, როდესაც მათ ეძინათ

2020-02-25 09:13:38+04:00

მკვლელობა მოხდა თბილისში. 19 წლის მამაკაცმა ნაჯახით დედა და ბებია მოკლა. პოლიციამ ბრალდებული უკვე დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მკვლელობის მოტივი წარსულში არსებული კონფლიქტია.

უწყების ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცმა დედა და ბებია მაშინ მოკლა, როდესაც მათ ეძინათ. სამართალდამცველებმა დანაშაულის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღეს.