საზარელ მკვლელობაში ბრალდებული მწყემსის კადრები სასამართლოდან: რა თქვა მალხაზ კობაურმა პროცესზე? - Palitra News

საზარელ მკვლელობაში ბრალდებული მწყემსის კადრები სასამართლოდან: რა თქვა მალხაზ კობაურმა პროცესზე?

2018-07-11 13:15:44+04:00

ცოლ-ქმრისა და 4 წლის ბავშვის მკვლელობაში ბრალდებული მწყემსის, მალხაზ კობაურის განცხადებით, სმიტების ოჯახის წევრები მას არ მოუკლავს და „იქ ორი უცხოელი მამაკაცი იყო“. ხადას ხეობაში მომხდარი საზარელი მკვლელობის შესახებ დაკავებულმა მწყემსმა მცხეთის სასამართლოში მიმდინარე პროცესისას ისაუბრა.„ისინი მე არ დამიხოცავს. ორი უცხოელი მამაკაცი იყო და იმათ დახოცეს. მე დამემუქრნენ, რომ ოჯახს ამომიწყვეტდნენ“, - განაცხადა კობაურმა.

იხილეთ:

დაკავებული მწყემსი სმიტების ოჯახზე: "არ დამიხოცავს, ორი უცხოელი მამაკაცი იყო და მათ დახოცეს. მე დამემუქრნენ, რომ ოჯახს ამომიწყვეტდნენ"

"სმიტმა მას იარაღის დაუდევრად მოხმარების გამო შენიშვნა მისცა, რაზეც მალხაზ კობაური განაწყენდა" - პროკურორი ხადას ხეობაში მომხდარ მკვლელობის დეტალებზე