საზაფხულო ბაღებში რეგისტრაცია იწყება - Palitra News

საზაფხულო ბაღებში რეგისტრაცია იწყება

2019-05-15 10:09:01+04:00

დღეიდან თბილისის "საზაფხულო ბაღებში" რეგისტრაცია იწყება. ივლისის თვეში დედაქალაქში 40 საზაფხულო ბაღი იმუშავებს, სადაც ამ სერვისით სარგებლობის საშუალება 13 000 აღსაზრდელს ექნება.

რეგისტრაცია 12:00 საათზე დაიწყება. პროცესი წარიმართება ელექტრონულად თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე www.kids.org.ge. რეგისტრაციის დაწყების დღეს, ვებგვერდზე იმუშავებს მხოლოდ საზაფხულო ბაღების რეგისტრაციის ფორმა, სადაც სავალდებულო იქნება კონკრეტული ველების შევსება რაიონის, საბავშვო ბაღის, ჯგუფის, ასევე, აღსაზრდელისა და მშობლის პირადი მონაცემებისა და საკონტაქტო ინფორმაციის შესახებ.

საზაფხულო ბაღების სრული სია ასევე სააგენტოს ვებგვერდზეა განთავსებული.