"SAVE რაჭა"- ამ პოზუნგით თბილისში, ტაბიძის ქუჩაზე მდებარე „აზიის განვითარების ბანკთან" დიდი ჰესების მშენებლობის დაფინანსების შეჩერების მოთხოვნით პროტესტის აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეებმა "აზიის განვითარების ბანკს" და სხვა ფინანსურ ინსტიტუტებს მოუწოდეს, ნუ დააფინანსებენ ჰესების მშენებლობას ვინაიდან ეს სავალალო შედეგებს გამოიწვევს. აქციაში მონაწილეობა მიიღეს ახალგაზრდებმა ზემო და ქვემო სვანეთიდან, ასევე რაჭა-ლეჩხუმიდან.