21:26
26 ოქტომბერი, 2021, სამშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
სავარაუდოდ ქრთამის აღების ბრალდებით ბორჯომის მერი და საკრებულოს თავმჯდომარე დააკავეს
28-02-2020

ამ წუთებში, ბორჯომის ადმინისტრაციულ შენობასთან სამართალდამცავები იმყოფებიან. არსებული ინფორმაციით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ქრთამის აღების ბრალდებით ბორჯომში 3 პირი დააკავეს.

დაკავებულები არიან ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერი ლევან ლიპარტია, ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი გოგიჩაიშვილი და ბიზნესმენი გიორგი ულუმბელაშვილი.

დაკავების ფაქტზე ბორჯომის მერიასა და საკრებულოში კომენტარს არ აკეთებენ.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლით, რაც გულისხმობს საჯარო მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ ქრთამის აღება ფულის, ფასიანი ქაღალდის, სხვა ქონების ან ქონებრივი სარგებლის სახით და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან ათ წლამდე.

AutoPlay
ჩინეთში ფრინველის გრიპით ინფიცირების შემთხვევების ზრდა სწრაფად ცვალებადი ვარიანტების რისკების მაჩვენებელია
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
თუ გარემოს დაბინძურება ამ ტემპით გაგრძელდა, საუკუნის ბოლომდე მსოფლიოში ჰაერის ტემპერატურა 2.7 °C-ით მოიმატებს - გაერო
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
ილჰამ ალიევმა და რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ზანგეზურის დერეფნის გზის საძირკველი ჩაყარეს
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
მსოფლიო ტურიზმის სამიტზე მარიამ ქვრივიშვილმა "განახლებული რეგიონების" პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
თუ 2 თვის განმავლობაში ყოველდღე 20 ათასამდე ადამიანი აიცრება, რეალურია, რომ წლის ბოლომდე მოზრდილი მოსახლეობის 60% აიცრას - ამირან გამყრელიძე
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
კორონავირუსით ინფიცირებულთა ჯამური მაჩვენებლიდან მოზარდების დაახლოებით 15%-ია ინფიცირებული - ამირან გამყრელიძე
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები