სავარაუდო კიბერთავდასხმა გახორციელდა სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის სერვერზე. სააგენტოს ვებგვერდიამ დროისთვის დაბლოკილია. შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ რომ ფაქტთან დაკავშირებით, დაწყებულია მოკვლევა. სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციაში ადასტურებენ, რომ მონაცემთა ბაზებთან დაკავშირებით პრობლემა ნამდვილად არსებობს, თუმცა ეს ავიარეისების შესრულებას ხელს არ შეუშლის.