20:05
21 ნოემბერი, 2019, ხუთშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
სავალუტო რეზერვები 94 მლნ დოლარით შემცირდა
14-10-2019

საქართველოს სარეზერვო აქტივები შემცირდა. 2019 წლის 1-ლი ოქტომბრის მდგომარეობით, ის 3 მილიარდ 602 მილიონ დოლარს შეადგენს. უცხოური ვალუტის რეზერვები კი, ეროვნული ბანკის სტატისტიკური მონაცემებით, სექტემბერში 94 მილიონი დოლარით არის შემცირებული.

რაც შეეხება წლიურ  მაჩვენებელს, აქ მნიშვნელოვანი ზრდაა, კერძოდ, 2018 წლის 1-ლი ოქტომბრის მდგომარეობით რეზერვების მოცულობა 3 მილიარდ 152 მილიონ დოლარს შეადგენდა, რაც 450 მილიონი დოლარით ნაკლებია ამჟამინდელ მონაცემთან შედარებით. სავალუტო რეზერვები კი 456 მილიონი დოლარით, 2 მილიარდ 950 მილიონი დოლარიდან 3 მილიარდ 406 მილიონ  დოლარამდე არის გაზრდილი.

ცნობისთვის, გაუფასურებული კურსის შედეგად ინფლაციაზე ზეწოლის გამო, სებ-მა ბოლო პერიოდში სავალუტო აუქციონზე 40 მილიონი დოლარი ორჯერ გამოიტანა, საიდანაც პირველად 32 მილიონი დოლარი, მეორედ 40 მილიონი დოლარი გაყიდა.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები