2019 წლის პირველ კვარტალში კომერციულმა ბანკებმა სავალუტო ოპერაციებიდან ჯამში, 79 მილიონ 686 ათას 188 ლარის მოგება მიიღეს. გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი 63 მილიონ 515 ათას 675 ლარს შეადგენდა.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაციებიდან მიღებული მოგების მხრივ, კომერციული ბანკების TOP-5-ეულში ლიდერობს „თიბისი ბანკი“ – 34 მილიონ 161 ათას 227 ლარით; მას მოსდევს „საქართველოს ბანკი“, რომელმაც სავალუტო ოპერაციებიდან – 22 მილიონ 78 ათას 643 ლარის მოგება მიიღო; მე- ადგილზე კი „ვითიბი ბანკია“ – 10 მილიონ 703 ათას 106 ლარით.
მე-4 და მე-5 პოზიციებს კი ჩამონათვალში „ლიბერთი“ და „პროკრედიტ ბანკი“ ინაწილებენ, შესაბამისად, 3 მილიონ 796 ათას 273 და 3 მილიონ 507 ათას 616 ლარით.