"ეროვნული ბანკის" შესახებ კანონში შესული ცვლილებებით, სავალუტო ჯიხურების რეგულირების თვალსაზრისით ეროვნული ბანკის უფლებამოსილება იზრდება. შედეგად, სებ-ი სავალუტო ჯიხურების ზედამხედველობას მხოლოდ ფულის გათეთრების კუთხით აღარ განახორციელებს.
ცვლილებების მიხედვით, ვალუტის გადამცვლელი პუნქტი ვალდებული იქნება ვალუტის გაცვლითი კურსისა და მომსახურების საკომისიოს ოდენობის შესახებ მომხმარებელს მომსახურების გაწევისას სრული ინფორმაცია მიაწოდოს. ამასთან, ეროვნული ბანკი უფლებამოსილია ვალუტის გადამცვლელი პუნქტისაგან მოითხოვოს და მიიღოს ნებისმიერი, მათ შორის, კონფიდენციალური ინფორმაცია თავის მიერ დადგენილი წესით.