სავაჭრო ცენტრიდან "გალერია თბილისი" წუხელ ხანძრის საფრთხის გამო ევაკუაცია განხორციელდა.
როგორც "პალიტრანიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების სამსახურში განუცხადეს, ხანძარი არ დადასტურდა, თუმცა უსაფრთხოების გამო შენობიდან ადამიანების ევაკუაცია მაინც განხორციელდა. მათივე ინფორმაციით, შეინიშნებოდა დაკვამლიანება, რაც სავარაუდოდ გამწოვმა გამოიწვია.
საგანგებო სიტუაციების სამსახურში ასევე განაცხადეს, რომ უსაფრთხოების მიზნით ტერიტორიაზე რვა სახანძრო მანქანა ინციდენტიდან გარკვეული პერიოდის განმავლობაში დარჩა.