სავაჭრო ცენტრი "გალერია თბილისი" 2017 წლის 30 ნოემბერს გაიხსნება. ცენტრში წარმოდგენილი იქნება 100-მდე საერთაშორისო და ადგილობრივი ბრენდის მაღაზია, კინოთეატრი კავეა, ბოულინგ კლუბი, ბავშვთა გასართობი ცენტრი, საკვები ზონა, სუპერმარკეტი გუდვილი და სხვადახვა მომსახურების ობიექტი.
აღსანიშნავია, რომ შენობაში ინტეგრირებულია გრიბოედოვის თეატრი, თავისუფალი თეატრი და მეტროსადგური თავისუფლების მოედანი. როგორც უკვე ცნობილია, გალერია თბილისში გაიხსნება პოპულარული შვედური ბრენდის, H&M-ის პირველი მაღაზია რეგიონში. გალერია თბილისი საქართველოს თანაინვესტირების ფონდის ერთ-ერთი პროექტია.