სავაჭრო-სამრეწველო პალატის საბჭოს მეორე გაფართოებული სხდომა გაიმართა. პალატის საბჭოს შემადგენლობაში მყოფ ბიზნეს-ასოციაციებს კახური ღვინის გილდია და მეწარმე ქალთა საბჭო შეემატნენ. საბჭომ სხდომაზე ახალი სტრატეგიაც წარადგინა.
სავაჭრო სამრეწველო პალატაში ამჟამად 37 ბიზნესასოციაციაა გაწევრიანებული. ახლო მომავალში, კიდევ ერთი, მწვანილის მწარმოებელთა ასოციაციის დაფუძნება იგეგმება. პალატის საბჭოს სხდომას სოფლის მეურნეობის მინისტრი დაესწრო. ლევან დავითაშვილმა ასოციაციებს სოფლის მეურნეობის სფეროში მიმდინარე რეფორმები გააცნო.