სავაჭრო მოლები და ბაზრობები შაბათ-კვირის ჩათვლით იმუშავებენ - Palitra News

სავაჭრო მოლები და ბაზრობები შაბათ-კვირის ჩათვლით იმუშავებენ

2021-03-13 11:45:13+04:00

დღეიდან სავაჭრო მოლები და ბაზრობები შაბათ -კვირის ჩათვლით იმუშავებენ. შეზღუდვების შემსუბუქების თაობაზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 24 თებერვალს, მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. აქამდე მოლები და ბაზრობები ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით მუშაობდნენ. 15 მარტიდან ფუნქციონირებას განაახლებენ სპორტდარბაზები, განსაზღვრული რეგულაციების დაცვით.