2018 წლის იანვარ-მაისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 4 მილიარდ 895 მილიონ 600 ათასი ამერიკული დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 24.5 პროცენტით მეტია. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, აქედან ექსპორტი მილიარდ 284 მილიონ 700 ათას დოლარს, ხოლო იმპორტი 3 მილიარდ 610 მილიონ 900 ათას დოლარს შეადგენს. საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ ევროკავშირის ქვეყნებთან მილიარდ 342 მილიონ 800 ათასი დოლარი; დსთ-ს ქვეყნებთან კი მილიარდ 676 მილიონ 200 ათასი აშშ დოლარი შეადგინა.
ამასთან, საანგარიშო პერიოდში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 66.6 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია თურქეთი, რომელთანაც სავაჭრო ბრუნვამ 714 მილიონ 800 ათასი დოლარი შეადგინა, მას მოსდევს რუსეთი - 548 მილიონ 200 ათასი დოლარით, მე-3 ადგილს კი აზერბაიჯანი იკავებს - 430 მილიონ 500 ათასი დოლარით.