საუნივერსიტეტო კლინიკის ინფორმაციით კორონავირუსით ინფიცირებული სამი პაციენტის მდგომარეობა, რომლებიც მათ კლინიკაში არიან მოთავსებულები დინამიკაში დადებითია. როგორც კლინიკის ექიმი ამბობს, შედარებით მძიმე იყო შუა ხნის ქალის მდგომარეობა, რომელიც კლინიკაში პირველი შეიყვანეს. ექიმების ინფორმაციით მას აღენიშნებოდა ორმხრივი მწვავე პევმონია და სუნთქვის უკმარისობა.