თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკას დღეს 15-მდე პაციენტი დატოვებს. ამის შესახებ კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა განაცხადა. მისი თქმით, კლინიკაში ამ ეტაპზე სულ 104 პაციენტი იმყოფება, კოვიდინფიცირებული კი მათგან არის 86.