პარფიუმერიის ბრენდმა Nabeel-მა მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული სუნამო წარადგინა. არომატი სახელად Shumukh (შუმოოოჰ), რომელიც არაბულად ნიშნავს "საუკეთესოს ღირსი", 4 572 მილიონი დირჰამი -1,3 მილიონი დოლარი ღირს. Shumukh-ი the spirit of Dubai-ის პარფიუმერიის სერიაში შედის. სუნამოს შექმნას 3 წელი დასჭირდა. ფლაკონში სამი ლიტრი სუნამო ეტევა, ის იტალიური ტექნოლოგიითაა დამზადებული და ბრილიანტებით და მარგალიტებთ არის შემკობილი.