22:10
21 ოქტომბერი, 2019, ორშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
მკურნალი
საუკეთესო სამეული საუზმისთვის - დიეტოლოგებმა დაასახელეს სასარგებლო საკვების ნუსხა, რაც დილას უნდა მიირთვათ
18-07-2019

დიეტოლოგებმა წარმოადგინეს სასრგებლო საუზმის ნუსხა, რომელშიც პირველ ადგილზე აღმოჩნდა შვრიის ფაფა. მასში დიდი რაოდენობითაა ბეტა-გლუკანები, ნივთიერებები, რომლებიც დიდხანს იძლევა დანაყრების შეგრძნებას.

შვრიის ფაფა უნდა მოიხარშოს შაქრის გარეშე და იდუღოს მინიმალური დროის განმავლობაში. ზეთი იდეალური დანამატი იქნება ფაფისთვის. ამასთან, მზა, პაკეტებში დაფასოებული ფაფები არ შეიძლება ჩაითვალოს სასარგებლოდ. სხვათა შორის შეიძლება მივიღოთ არა მარტო შვრიის, არამედ სხვა ბურღულეულის ფაფებიც, გარდა მანანის ბურღულისა, რომელსაც მაღალი გლიკემიური ინდექსი აქვს.

მეორე ადგილზე ხილისა და ხილ-ბოსტნეულის სალათებია. ექსპერტების აზრით ის უნარჩუნებს ორგანიზმს სტაბილურ წონას, აწვდის ვიტამინებსა და უჯრედისს. ყველაზე სასარგებლო ხილი ვაშლი და მსხალია. ყურძენი, ბანანი და ნესვი შაქრის მაღალი შემცველობის გამო, შეზღუდულად უნდა მიიღოთ.

სასარგებლო პროდუქტების სიაში მესამე ადგილს იკავებს კვერცხის, თევზისა და პარკოსნებისაგან შემდგარი საუზმე. თუ დღეში მხოლოდ ერთ მოხარშულ კვერცხს მივიღებთ, ქოლესტერინის დონის მომატებით განპირობებულმა პრობლემებმა არ უნდა შეგვაწუხოს.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები