რამდენიმე საუღელტეხილო მონაკვეთზე მოძრაობის სპეციალური რეჟიმია დაწესებული. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვის გამო, ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის მონაკვეთზე, ქუთაისი-ალპანა-მამისონის უღელტეხილის მონაკვეთსა და ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. ძლიერი ყინვის, ლიპყინულისა და ინტენსიური თოვის გამო, კოდა–ფარცხისი–მანგლისი-წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის როდიონოვკა-ნინოწმინდის მონაკვეთზე და ახალციხე-ნინოწმინდის საავტომობილო გზის მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით.