საუდის არაბეთში ქალებს სპეციალური საოჯახო ტაქსის მძღოლად მუშაობის ნება დართეს. საუდის არაბეთის სახელმწიფო სატრანსპორტო სააგენტოს განცხადებით, ქალი ტაქსის მძღოლები მგზავრების აყვანას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებენ, თუ სულ მცირე ერთი მგზავრი ქალი იქნება. ასევე ქალ ტაქსის მძღოლებს ეკრძალებათ წინ მამაკაცის დაჯენა.საოჯახო ტაქსების ექსპლუატაციის ლიცენზიას დარეგისტრირებულ სატრანსპორტო კომპანიებზე გასცემენ.